20 ივნისის მეორე, ამჯერად საბოლოო შეხვედრაში ერთმანეთს ტურნირისა და ჯგუფის ფავორიტი, პორტუგალიისა და დიდ ფორუმებზე მუდამ მოთამაშე ჩეხეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
პორტუგალიის ნაკრებმა, მთლიანობაში მეტოქეს აჯობა. საოცრად ენერგიული იყო კუნდის ვეტერანი კაპიტანი, ალბათ ყველაზე დიდი პორტუგალიელი, ვინც კი დაბადებულა. კრიშტიანუ დებიუტანტი ბიჭივით აქტიურობდა, შექმნა არაერთი ლამაზი მომენტი, რამდენჯერმე მეკარემაც აჯობა. ვფიქრობ, ერთი რამ ფაქტია – არაბეთის ლიგაში თამაშობს თუ 39 წლის არის, მაინც ერთ-ერთი საუკეთესოა.
უპირატესობა პორტუგალიელებმა გოლში ვერ ასახეს, ხოლო ,,როცა ვერ გაიტან, გაგიტანენ”. ,,ხალხმა” ისეთები დაარტყეს, საჯარიმოს გარედან ევროზე გოლები აღარ გვიკვირს. შეხვედრის 62 წუთზე ცოუფალის მარჯნვიდან დაგორებულს ლუკას პროვოდმა მარჯვენა კარგად მოარტყა. ვერ ვიტყვით, რომ ყველაზე ლამაზი გოლი იყო ამ ტურნირზე და ან თუდანც ამ სათამაშო დღეს, მაგრამ დარტყმა მართლაც კარგი გამოვიდა.
გაშვებულმა გოლმა, უცნარია, მაგრამ პორტუგალიაზე დადებითად იმოქმედა. მაშინვე უფრო მძაფრად შეუტიეს, სიმწვავესაც მოუმატეს და 7 წუთში ჩეხ მცველს, რობინ ჰრანაცს, საკუთარ კარში გაატანინეს.

დარჩენილი დროც ფავორიტი მძვინვარებდა მეტოქის ნახევარზე, მაგრამ უშედეგოდ. ისე ჩანდა, თითქოს ჩეხეთი ამ ბრძოლაში ფრეს ,,გაწურავდა”, მაგრამ 92-ე წუთზე ყველაზე ტანმორჩილმა პორტუგალიელმა, მცველის შეცდომის შემდეგ საჯარიმოში ბურთი იპოვა და ,,ლუზიტანებს” სამი ქულა მოუტანა.
ვერ ვიტყვით, რომ პორტუგალიის ნაკრებმა ისე ითამაშა, როგორც მათგან ელოდნენ, მაგრამ ჩვენს ნაკრებსაც არ უთამაშია ,დიდი ალბათობით, უცხოელი გულშემატკივრის მოლოდინის შესაბამისად. ეს არის ფეხბურთი. ფაქტია, F ჯგუფმა პირველ ტურში საუკეთესო მატჩებით გაგვანებივრა.











