საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა ახალგაზრდულ ლიგაში საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ჩუბინიძემ ინგლისის U21 ლიგაში საოცარი შეხვედრა ჩაატარა. მისი ბორნმუთი პლიმუთს დაუპირისპირდა და 6:1 გაანადგურა.
გიორგიმ 33-ე წუთზე გოლი თავად გაიტანა, შემდეგ კი 4-ჯერ თანაგუნდელებს დაეხმარა გატანაში და 4 ასისტი შეასრულა. პოკერი შეასრულა მისმა თანაგუნდელმა, ევგენი ნიარკომ.
გიორგი ჩუბინიძე ინგლისში გაიზარდა. მას ქართველი მამა და პორტუგალიელი დედა ჰყავს. როგორც მამამ აღნიშნა, მას ბავშვობიდანვე საქართველოს ნაკრებში თამაში სურდა, 14 წლისამ, ნაკრებში გამოძახების შემდეგ ჰიმნი ისწავლა და ყოველთვის მონდომებით თამაშობს. მიმდინარე ზაფხულს ის ბორნმუთის ძირითადმა გუნდმა ოფიციალურად გაიფორმა, მაგრამ ჯერ პრაკტიკის გამო ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს.

როგორც ჩანს, საკმაოდ წარმატებებით!
იმედია, მალე ადგილს დიდ გუნდსა და ნაკრებშიც დაიმსახურებს!
წარმატებები გიორგი ჩუბინიძეს!










