Centered Image

წვალების 106 დღე და 28 მილიონი ნუგეშად

“ჩელსიმ” კიდევ ერთი მწვრთნელი დაითხოვა.

იანვარში დანიშვნის და 2032 წლამდე კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, “არისტოკრატთა” ხელმძღვანელობამ, ლიამ როსენიორი, თანამდებობიდან გაუშვა. მწვრთნელის მუშაობის ეს ხანგრძლივობა ლონდონელთა ისტორიაში ანტირეკორდულია.

ამ დროის განმავლობაში, “ჩელსიმ” დაკარგა ადგილი ჩემპიონთა ლიგის ზონაში, ჰქონდა სამმატჩიანი წაგებების სერია საერთო ანგარიშით 0:7. ხოლო უკანასკნელი რვა შეხვედრიდან გუნდმა 7 დათმო.

როსენიორის ხელში, მატჩში საშუალოდ აღებული ქულების რაოდენობამ 1,31 შეადგინა. კლუბის ისტორიაში, ამაზე უარესი შედეგი მხოლოდ გრემ პოტერს ჰქონდა – 1.27. ყველაზე მაღალი მაჩვენებლები კი ავრაამ გრანტს(2.32) დი მატეოს(2,21) და ჟოზე მაურინიოს (2.19) ეკუთვნით.

41 წლის სპეციალისტი, კონტრაქტის კლუბის მხრიდან გაუქმების გამო, კომპენსაციად 27.8 მილიონ ევროს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ “ჩელსის”, ბოლო ათ წელიწადში უკვე ათი მწვრთნელი შეეცვალა, თანაც მოვალეობის შემსრულებლების გათვალისწინების გარეშე.

ლონდონური გუნდი, როსენიორის შემცვლელად, რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს. ფავორიტებად მათ შორის ფელიპე ლუისი და ანდონი ირაოლა ითვლებიან. განიხილება ასევე მარკუ სილვას, ედინ ტერზიჩის და ჩავის ვარიანტებიც.

სეზონის ბოლომდე, მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ყოფილი ასისტენტი, კალუმ მაკფარლაინი შეასრულებს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading