Centered Image

წმენდა მილანურად

“როსონერის” შემადგენლობაში, დიდი ცვლილებები იგეგმება.

Sky Sport-ის ინფორმაციით, რუბენ ამორიმმა, “მილანის” ხელმძღვანელებს მიუტანა სია იმ ფეხბურთელების, რომელთა გამოყენებას ის ახალ სეზონში არ გეგმავს. ამის შესახებ, პორტუგალიელი სპეციალისტი, თავად ფეხბურთელებსაც დაელაპარაკა.

სიაში ექვსი გვარია – ფუკაიო ტომორი, იუსუფა ფოფანა, დავიდ ოდოგუ, ფილიპო ტერაჩანო, კრისტოფერ ნკუნკუ და სანტიაგო ხიმენესი.

აღნიშნულ ფეხბურთელებს, ახალ სეზონში სათამაშო დრო საერთოდ არ შეხვდებათ, ასე, რომ, მილანურ გუნდს მათ გაყიდვაზე მოუწევს ზრუნვა.

ასევე, ამორიმმა კლუბის ბოსებს იმ ფეხბურთელების სიაც ჩამოუთვალა, რომელთა ხილვასაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ექს-თავკაცი ისურვებდა, თუმცა ამ მოთამაშეთა გვარები არ ჟღერდება.

შეგახსენებთ, “როსონერიმ”, ამ ზაფხულს, ორი მსხვილი ტრანსფერი უკვე განახორციელა – მცველი მარიო ხილა, “ლაციოდან” 30 მილიონ ევროდ გადმობარგდა, ხოლო გონსალო რამუშში, “მილანმა”, სერია ა-ს საზომებით კოლოსალური თანხა – 74 მილიონი ევრო გადაიხადა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading