ჟორჟმა თავის დიდებულ სიას ლეგენდარული “ენფილდიც” დაუმატა.
უეფას ჩემპიონთა ლიგის 20 ოქტომბრის საღამოს მერსისაიდში ერთმანეთს მამარდაშვილის ლივერპული და მიქაუტაძის ვილიარეალი დაუპირისპირდნენ. სამწუხაროდ, მამარდამ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო, არადა მაგარი თრილერი მივიღეთ – 4:3 გამარჯვება ლივერპულს, თანაც ქამბექით, როგორც უხდება ისე.
ანგარიში სწორედ ჟორჟმა გახსნა. ისევე როგორც წინა მატჩში, აქაც კარგად “იგრძნო” მცველის, უკვე ლეგენდარული ვან დაიკის პოტენციური შეცდომა და პირისპირ მყოფნა ალისონს შანსი არ დაუტოვა მარცხენა ფეხით. ამრიგად ჟორჟს გოლი უკვე კიდევ ერთ დიდებულ და ისტორიულ სტადიონზე, “ენფილდზეც” ექნება გატანილი და თანაც დიდებული მეკარის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი ვარსკვლავის კონკურენტია.

ამას ვილიარეალის მე-2 გოლი მოჰყვა. ავტორი ამჯერად სერხი კარდონა აღმოჩნდა. საქმე ისე მიდიოდა, თითქოს ესპანელები სადაცაა თამაშს გააკონტროლებდნენ რომ ალექსის მაკ’ალისტერმა 36-ე წუთზე გაიტანა, რონალდ არაუხომ კი 45+2 წუთზე.
მე-2 ტაიმი უკვე მასპინძლების აშკარა უპირატესობით წარიმართა და შედეგიც მოვიდა. 65-ე წუთზე არგენტინელმა “ათიანმა” დუბლი შეასრულა, 68-ეზე კი სკამიდან შემოსულმა ვირტცმაც შეაგდო.

ჟორჟი 60-ე წუთზე შეცვალეს და ფაქტია, რომ გუნდის საქმე კარგად ვერ წავიდა, რადგანაც ვილიარეალმა მას შემდეგ მეტოქისგან 2 გოლი მიიღო და თვითონ მხოლოდ ტამი ოლუვასეის 87-ე წუთზე გატანილი გოლით შემოიფარგლა.
როგორც გასულ წელს, ვილიარეალს ამჯერადაც არ აქვს სახარბიელო მდგომარეობა ჩემპიონთა ლიგაზე და 3 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს 1 მოგებით. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ რთული კალენდარი ჰქონდა და ეს მატჩებიც დორტმუნდთან და ლივერპულთან წააგო, თანაც იმ 1 მატჩში ნაპოლი დაამარცხა და არა რომელიმე მე-4 კალათის გუნდი.
წარმატებები ჟორჟ მიქაუტაძეს!











