ბარსელონადან წამოსვლის შემდეგ ეს ლეგენდარული კატალონიელისთვის პირველი სამუშაოა.
ბარსელონასა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ლეგენდა, ხავი ერნანდესი ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას უკვე ყველა ავტორიტეტული წყარო ადასტურებს.
ნიდერლანდელთა ყოფილმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა მუნდიალის 1/8 ფინალში მაროკოსთან გამოვარდნის შემდეგ ნაკრების დამრიგებლის თანამდებობა დატოვა. ახალ კანდიდატურად სწორედ ხავი შეირჩა, რომელმაც ნარინჯისფერებთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და შეთანხმების თანახმად ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ბოლომდე უხელმძღვანელებს.
ამ პოზიციაზე დანიშვნა ხავიმ ძალიან დიდ პატივად მიიღო. როგორც ლეგენდარულმა ესპანელმა აღნიშნა, მის საფეხბურთო და სამწვრთნელო ფილოსოფიაზე უმთავრესი გავლენა სწორედ ნიდერლანდური სკოლის კორიფეებმა, რინუს მიხელსმა და იოჰან კრუიფმა იქონიეს და აქედან გამომდინარე, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
აღსანიშნავია, რომ 1978 წლის შემდეგ ხავი პირველი არანიდერლანდელია, რომელიც ნაკრებს ჩაიბარებს. ბოლო უხცოელი მწვრთნელი, რომელიც ნარინჯისფერებში მუშაობდა, ავსტრიელი ერნსტ ჰაპელი იყო, რომელიც ნაკრებს 1977-78 წლებში წვრთნიდა და გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა.











