Centered Image

ხვიჩას კიდევ ერთი ელიტური თანაგუნდელი შეემატა

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის მოყვანით ლუის ენრიკე გუნდში კონკურენციის გაზრდას ეცდება.

არაერთი გავლენიანი გამოცემის მიხედვით პსჟ-მ კიდევ ერთი ტრანსფერი დახურა. საფრანგეთის ნაკრების მარცხენა მცველი, ლუკა დინი ასტონ ვილადან კარიერას პარი სენ-ჟერმენში გააგრძელებს. გამოცდილი ფლანგის მცველი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის, რის შემდეგაც პარიზულ გრანდთან კონტრაქტს გააფორმებს.

პარი სენ-ჟერმენი 32 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 10 მილიონ ევროს გადაიხდის.

ლუკა დინი პარი სენ-ჟერმენში 2013-2016 წლებშიც თამაშობდა, რა დროშიც ფრანგმა ფეხბურთელმა 44 მატჩის ჩატარება მოასწრო, თავი კი 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading