პსჟ-ს დარჩენილ ტურებში მხოლოდ 1 ქულა სჭირდება იმისთვის, რომ საფრანგეთის ჩემპიონობა ოფიციალურად გაინაღდოს.
საფრანგეთის ლიგა 1-ის 33-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ბრესტს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს პარიზელებისთვის მიმდინარე სეზონის ეგიდით ბოლო მატჩი იყო საშინაო კედლებში.
ტურნირის დასრულებამდე 2 მატჩია დარჩენილი და პსჟ ლანსს 6 ქულით უსწრებს – ლუის ენრიკეს გუნდს მხოლოდ 1 ქულა უნდა ჩემპიონობის გასაფორმებლად, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ თუნდაც პსჟ-მ ორივე წააგოს და შესაბამისად ლანსმა ორივე მოიგოს, ძნელად წარმოსადგენია, პარიზელებმა ჩემპიონობა ხელიდან გაუშვან, რადგანაც ლუის ენრიკეს გუნდს ოპონენთან შედარებით კოლოსალურად დიდი ბურთების სხვაობა აქვს – 15 გოლიანი დეფიციტის აღმოფხვრა 2 მატჩში უტოპიურ ამბავს ჰგავს.
ბრესტთან შეხვედრაში, ლუის ენრიკემ როტაციას მიმართა და შედეგად, გუნდს გაუჭირდა კიდეც. ესპანელმა მწვრთნელმა დუე, დემბელე და კვარაცხელია მე-60 წუთიდან ჩართო შეხვედრაში, რამაც შედეგი გამოიღო – ერთადერთი გოლი დეზირე დუემ, ულამაზესი დარტყმით, 82-ე წუთზე გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე დაახლოებით ნახევარი საათი გაატარა და შეზღუდული დროის ფონზე საკმაოდ მაღალი შეფასება, 7.0 დაიმსახურა.
ამ შეხვედრაში პსჟ-მ პირველად მოირგო ფორმა, რომელიც 2026/27 წლების სეზონისთვის იქნება გათვლილი.
წარმატებები ხვიჩა კვარაცხელიას!










