Centered Image

ხორვატიას ფეხი დაუცდა

ევრო 2024-ის ფარგლებში მეორე ტურები დაიწყო. ,,სიკვდილის ჯგუფის” მატჩში ხორვატები ალბანელებს დაუპირისპირდნენ და შედეგიანი ფრე, 2-2 დააფიქსირეს.

ანგარიში ალბანელებმა მე-11 წუთზე გახსნეს. მარჯვენა ფლანგიდან ასანის ცაციათი ჩაწოდებულ ბურთს ქაზიმ ლაჩიმ მიმართულება კარგად შეუცვალა და ლივაკოვიჩს შანსი არ დაუტოვა.

შეხვედრა საინტერესო, ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა. მეორე ტაიმიც ისე დაიწყო, რომ ხორვატებს ცდა არ დაუკლიათ და 74-ე და 76-ე წუთებზე გაიტანეს კიდეც. პირველ ჯერზე ანდრეი კრამარიჩმა ეფექტურად შეასრულა, პასის შემდეგ დიდებული პაუზა აიღო და მეკარეს მოძრაობის საპირისპიროდ, ახლო კუთხეში დაურტყა. ალბანელებზე გოლმა შოკური რეაქცია მოახდინა და ხორვატთა მეორე გოლი ძალიან მასიური შეტევის შემდეგ, კლაუს გიასულამ საკუთარ კარში გაიტანა.

ალბანელებმა მოულოდნელად კარგად შეუტიეს და თამაში გადაიტანეს მეტოქის ნახევარზე. მსაჯის დამატებულ წუთებზე, 95-ე წუთზე იღბალმა გიასულას ვალი დაუბრუნა. კლასიკური ფლანგური შეტევა, ხორვატი მცველის ცუდი მცდელობა გამოტანისას და გიასულას კარგი დარტყმა. ანგარიში 2-2 გახდა და საბოლოოდ, ხორვატთათვის იმედგამაცრუებელი ფრე, იქნებ ჩვენც წაგვადგეს სადმე.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading