Centered Image

ჰამანი: “პსჟ-ს რიგებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს”

წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, დღეს კი სატელევიზიო ექსპერტმა, დიტმარ ჰამანმა, “პსჟ-ს” წლევანდელ პერსპექტივებზე ისაუბრა:

“ვიზე ჩამოვიდოდი ფსონს ესპანეთის ნაკრების და ‘პსჟ-ს’ დაპირისპირებაში? საინტერესო შეკითხვაა, ვფიქრობ პარიზელებს ავირჩევ, მიზეზი კი ისაა, რომ მათ რიგებში თამაშობს ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია. სიმართლე რომ ვთქვა, წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით, ჩემპიონთა ლიგას მუნდიალზე მაღლა დავაყენებდი.

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის ფავორიტებადაც სწორედ ეს გუნდი მიმაჩნია. მძიმე სტარტი, წარმატებული წინა სეზონის შემდეგ ჩვეულებრივი ამბავია, ამას დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი. პარიზელებს იდეალურად დაბალანსებული შემადგენლლობა ჰყავთ და ამ ყველაფერს, დაცვიდან ხელმძღვანელობს მათი კაპიტანი, მარკინიოსი.” განაცხადა გერმანელმა ექსპერტმა.

პარიზელები, ტიტულის დაცვას ოთხშაბათს, “სლოვანის” წინააღმდეგ შეხვედრით დაიწყებენ.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading