Centered Image

ჰაუმ “ნიუკასლი” დატოვა

მწვრთნელი გუნდის სატრანსფერო პოლიტიკამ გააღიზიანა.

The Athletic-ის ინფრომაციით, ედი ჰაუმ და “ნიუკასლმა” თანამშრომლობა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს, ამის ინიციატორი კი 48 წლის მწვრთნელი იყო.

უკანასკნელ სეზონებში, გუნდი ერთდროულად რამდენიმე ლიდერმა დატოვა, მათი ჩანაცვლება კი ვერ მოხეხრდა. ისაკის, ტონალის, გორდონის და გიმარაეშის (შესაძლო) გაყიდვების შედეგად, მათში მიღებული თანხის 70%-ზე ნაკლები იქნა ტრანსფერებში დახარჯული, ეს კი იმის ფონზე, რომ კლუბის მფლობელები, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში შედიან.

ინგლისელი სპეციალისტი გუნდს სათავეში 2021 წლიდან ედგა. 2025 წელს კი “ნიუკასლმა” ინგლისის ლიგის თასის მოგება მოახერხა, რაც უკანასკნელ 70 წელიწადში კლუბის პირველი ტიტული იყო. ასევე, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, “კაჭკაჭებმა” ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაც შეძლეს, თუმცა შარშანდელი პრემიერლიგური სეზონი, გუნდს ჩაუვარდა (მე-12 პოზიცია).

The Athletic-ის ინფორმაციით, “ნიუკასლს”, 38 წლის გერმანელი, მატიას იაისლე ჩაიბარებს, რომელიც აქამდე საუდის არაბეთის გუნდ “ალ-აჰლიში” მუშაობდა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading