Centered Image

99 მილიონი ევრო სავინიოში

“ტოტენჰემმა”, “მანჩესტერ სიტის” შემტევში, კოლოსალური თანხა გადაიხადა.

“გარდიანის” ინფრომაციით, 22 წლის ბრაზილიელი კარიერას ლონდონში განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტრანსფერზე რამდენიმე კვირაა რაც საუბრობენ, ყველაფერი მიანც მოულოდნელად წარიმართა. განსაკუთრებით კი ეს ფასს ეხება.

გამოცემა იტყობინება, რომ სავინიო, “ტოტენჰემს”, 99 მილიონ ევროდ (85 მლნ ფუნტი) დაუჯდება. არადა გასულ სეზონში ჩატარებულ 24 პრემიერ ლიგურ მატჩში, ვინგერმა მხოლოდ 1+1 შედეგიანი ქმედების მოგროვება შეძლო.

ამავდროულად, ნაკლებად ოფიციალური წყაროები ასეთი ტრანსფერისთვის შეუფერებელ ფასს ალტერნატიული ვერსიით ხსნიან.

სამქე ისაა, რომ “დეზები”, “მანჩესტერ სიტის” შემადგენლობიდან სავინიოს გარდა მარმუშითაც ინტერესდებიან. მოლოდინს მიხედვით, “ტოტენჰემმა” სავიოში, მოსალოდნელზე მეტი იმ მიზეზით გადაიხადა, რომ ეგვიპტელი, პირიქით, შედარებით დაბალ ფასად შეეძინა.

ამ მანევრების მიზანი კი ისაა, რომ “აინტრახტი”, საიდანაც მოიყვანა “სიტიმ” მარმუში, ეგვიპტელის შემდგომი გაყიდვიდან 15%-ს მიიღებს, მანჩესტერელებს კი ხელს აძლევთ ეგვიპტელის შედარებით დაბალ ფასად გასხვისება ნაკლები პროცენტის გადახდის მიზნით, მაშინ, როდესაც სავინიოზე, მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს.

22 წლის ბრაზილიელი, “დეზებთან” ახალ, გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading