Centered Image

EA FC27-ის რეიტინგები ცნობილია – ხვიჩა მე-3 ეშელონშია

უცნაურია, მაგრამ კვარას მსგავსი რეიტინგი ისეთ ფეხბურთელებს აქვთ, როგორებიც გაბრიელი, პაჩო და ბრუნო ფერნანდეში არიან.

მსოფლიოს საფეხბურთო და სათამაშო სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა, EA FC27 უკვე მალე გამოვა და გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან. ბუნებრივია, ყველაზე დიდ ინტერესებს იწვევს მოთამაშეთა რეიტინგები და მონაცემები, თუ ვინ როგორია სიმულატორში. გასაკვირი არ არის, რომ საუკეთესო მაჩვენებელი, 91 კილიან მბაპეს და ერლინგ ჰალანდს აქვს, დანარჩენები კი ახლოს არიან. “EA Sport”-ის ანონსით, თამაში გულშემატკივრებისთვის ხელმისაწვდომი 25 სექტემბრიდან გახდება და მისი ფასი 99$ იქნება.

ბუნებრივია, რომ ქართველ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი ხვიჩა კვარაცხელიას აქვს და მისი მაჩვენებელი 89-ს შეადგენს. მასზე მაღალი მაჩვენებელი, 91 და 90 მხოლოდ 10 მოთამაშეს აქვს, მისი მსგავსი, 89 რეიტინგი კი მის გარდა კიდევ 7 ფეხბურთელს აქვს, მაგალითად ისეთებს, როგორებიც ლეო მესი და ვინი ჯუნიორი არიან.

ქართველთა შორის მე-2 საუკეთესო შედეგი ლივერპულის მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს აქვს და ის 83-ს შეადგენს, მე-3 საუკეთესო კი გიორგი მიქაუტაძეა 79 რეიტინგით. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ კონკრეტული მონაცემები განახლებას საჭიროებს და უმეტესობა რეიტინგებისა გასული წლის თამაშიდანაა გადმოტანილი:

წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს – იმედია, სულ მალე უმეტესობა მათგანს რეალურ, უფრო მაღალი რეიტინგებით ვიხილავთ.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading