Centered Image

“დეზები” გააცურეს – “მეთოფეებმა” დროულად გაისროლეს

კრისტალ პალასმა მარტივი ეკონომიკით იხელმძღვანელა – ფეხბურთელი მიჰყიდა იმას, ვინც მეტი გადაიხადა.

ლონდონის არსენალმა მეზობელ ტოტენჰემს თითქმის შესყიდული ფეხბურთელი ცხვირწინ ააცალა. საუბარია კრისტალ პალასის აწ უკვე ყოფილ შემტევ, ეჩებერი ეზეზე, რომლის ტრანსფერიც “მეთოფეებმა” უკვე დახურეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკვე ბრიტანული პრესაც და ფაბრიციო რომანოც ადასტურებენ.

თითქმის 48 საათის წინ დასტურდებოდა, რომ ლონდონის ტოტენჰემი ეზეს ტრასნფერს ხურავდა და ეს დაახლოებით 65 მილიონი ფუნტი დაუჯდებოდა. ამასობაში, ლონდონის არსენალის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა შემტევმა, კაი ჰავერტცმა ტრავმა მიიღო და გუნდს მისი შემცვლელი დასჭირდა და ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლა – დაუმატა კრისტალ პალასს ტოტენჰემის მიერ შეთავაზებულ თანხაზე 3 მილიონი ფუნტი და ეზე თავისთან წაიყვანა, კარგ სტარტ აღებულ ტოტენჰემს კი პოტენციური ტრანსფერი ჩაუშალა.

ეჩებერი ეზეს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად სწორედ 68 მილიონი ფუნტი ჰქონდა მითითებული და არსენალმაც ზუსტად ამდენი გადაიხადა. შესაბამისად, კრისტალ პალასიც ვერ შეაჩერებდა ამ ტრანსფერს და მათ ინტერესებშიც შედიოდა, რომ 3 მილიონით მეტი აეღოთ.

ამასთანავე, ეზეც ალბათ ლოგიკურად, არსენალის ვარიანტით უფრო არის მოხიბლული და აღნიშნულმა ფაქტმა ბევრად უფრო გაახარა.

ებერეჩი ეზეს არსენალის სკოლა ახალგაზრდულ კარიერაშიც გაუვლია. კარიერის საწყის წლებში ჩემპიონშიპის კლუბებში თამაშობდა, 2020-2021 წლებში კი კრისტალ პალასში გადავიდა და დროთა განმავლობაში ერთ-ერთი ლიდერი გახდა. გასულ სეზონში მან 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ტოტენჰემის გულშემატკივრებს “მეთოფეები” ამ ამბის შემდეგ, ალბათ კიდევ უფრო არგუმენტირებულად დასცინებენ, რაც ამ კლუბებს შორის არსებულ დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამძაფრებს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading