უშუალო კონკურენტთან გამართულ გადადებულ მატჩში პსჟ-მ დამაჯერებლად, ნულზე მოიგო და ჩემპიონობა გაიფორმა.
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საფრანგეთის ლიგა 1-ის გადადებულ მატჩში მე-2 ადგილოსანს, უშუალო კონკურენტს, ლენსს დაუპირისპირდა. პარიზულ კლუბს ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმებისთვის დარჩენილ 2 ტურში 1 ქულაც კი ჰყოფნიდა, მაგრამ ლუის ენრიკეს გუნდმა კითხვები არ დატოვა და გასვლით მატჩში 0:2 გაიმარჯვა.

წინა ტურისგან განსხვავებით პსჟ-ს შემადგენლობაში ამჯერად უკვე ვიხილეთ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც. სწორედ ხვიჩამ გახსნა ანგარიში, როცა 29-ე წუთზე დემბელეს ძალიან კარგად გაეხსნა, მშვენიერი პასი მიიღო და ერთი-ერთზე გასულმა მეკარეს შანსი არ დაუტოვა. მატჩში წერტილი 90+3 წუთზე 18 წლის იბრაჰიმ მბაიემ დასვა, რომელმაც დუეს პასით შეაგდო.
ხვიჩამ მოედანზე 72 წუთი გაატარა და საკმაოდ მაღალი შეფასება, 7.0 დაიმსახურა.
ამ მოგებით პსჟ-მ ჩემპიონობა უკვე ოფიციალურად გაინაღდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის უკვე აუღელვებლად შეუძლია მომზადება. ხვიჩა ზედიზედ მეორედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, TOP-5 ლიგა კი კარიერაში მესამედ მოიგო.

წარმატებები ხვიჩა კვარაცხელიას!










