Centered Image

ათმატჩიანი უგოლო სერია დასრულებულია

გამარჯვების გოლი ცვლილებიდან გამოსვლის შემდეგ ორ წუთში.

სანაკრებო პაუზის მერე განახლებულ ლიგა ერთში, პარიზული გრანდი “ლე მანს” მასპინძლობდა.

შეხვედრა ფავორიტის მოსალოდნელი უპირატესობით დაიწყო, 18-ე წუთზე კი ბერალდომ თერთმეტმეტრიანის გამოყენება შეძლო.

აღსნიშნავია, რომ გოლის შემდეგ, პარიზელები ზედმეტად დაწყნარდნენ, მატჩმა კი მშვიდი ხასიათი მიიღო.

მეორე ნახევრის სტარტზე, ლუის ენრიკეს გუნდის გამოფხიზლება მაფუტამ იტვირთა, რომელმაც ანგარიში 54-ე წუთზე გაათანაბრა.

ამის შემდეგ, ესპანელმა მწვრთნელმა ცვლილებების მთელია სერია განახორციელა, მათ შორის გამოიყვანა ხვიჩაც.

მინდორზე ორი წუთის გამოსულმა ქართველმა, პარტნიორის შორეულ დარტყმულს დაამატა და 10-მატჩიანი უგოლო სერიაც დაასრულა.

კვარაცხელიას გოლი გამარჯვების აღმოჩნდა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი ახალწვეულმა აკლიუშმა დააფიქსირა – 3:1

“პსჟ-სთვის”, მძიმე სტარტის შემდეგ სიტუაცია ნელ-ნელა ლაგდება. ზედიზედ მესამე გამარჯვების შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდი ცხრილში მეექვსე პოზიციამდე ავიდა, ლიდერთან (მონაკოსთან) ჩამორჩენა კი მხოლოდ სამ ქულას შეადგენს.

რაც შეეხება კვარაცხელიას, ლიგა ერთის მიმდინარე გათამაშებაში, ქართველმა, პირველი გოლი გაიტანა. მის აქტივშია ასევე ერთი ასისტიც. ჯამურად, ყველა ტურნირს თუ ავიღებთ, დღევანდელ მატჩამდე, უკანასკნელი გოლი ხვიჩამ “ასტონ ვილასთან” დაპირისპირებაში, სუპერთასზე შეაგდო.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading