Centered Image

ჯანის ავტორიტეტ მეტოქეს ურჩევენ

სიაში ყველაზე სასურველ კანდიდატად “მუსიე არსენი” სახელდება.

როგორც ავტორიტეტული “The Times” იუწყება, ინფანტინოს ოპონენტებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ 18 ნოემბერს, კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებამდე, სერიოზული კონკურენტი გამოჩნდება. მიუხედავად იმ არაერთი სკანდალისა და ეთიკის ნორმების დარღვევასთან დაკავშირებული ბრალდებისა, რომლებიც ფიფას მოქმედ თავმჯდომარეს უკავშირდება, ის პოზიციების დათმობას არ აპირებს. ინფანტინოს მტკიცედ სჯერა, რომ 2027 წლის მარტში დაგეგმილ არჩევნებზე ფიფას პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს.

ალექსანდრ ჩეფერინიმ უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ უეფას პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭს კიდევ ერთხელ იყრის, რის გამოც, თავიდანვე გამოირიცხა. თავის მხრივ, ევროპის კლუბების ასოციაციის (ECA) ხელმძღვანელმა და პსჟ-ს მფლობელმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, ფიფას პრეზიდენტობისთვის ბრძოლაზე უარი თქვა.

ვინ შეიძლება იყოს სავარაუდო კანდიდატთა სიაში?

ვიქტორ მონტალიანი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკისა და კარიბის აუზის კონფედერაციის ხელმძღვანელია, (Concacaf) ინფანტინოსთან დაპირისპირებას არ გეგმავს.

პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი, რომელმაც ინფანტინოს კონკურენცია ჯერ კიდევ 2015 წელს გაუწია, შესაძლოა კვლავ ჩაერთოს ბრძოლაში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა მას ხელახალი კანდიდატობა.
გაზეთის ცნობით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სრულიად ახალი და ავტორიტეტული მოწინააღმდეგის, ლეგენდარული ფრანგი მწვრთნელის, არსენ ვენგერის წამოსაყენებლად. მსოფლიო ფეხბურთში უდიდესი პატივისცემით მოსარგებლე ვენგერი ამჟამად ფიფაში, გლობალური ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტია, ჯანი ინფანტინოსადმი უკმაყოფილება ძალიან მკაფიოა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading