კერიკის ხელში, კიდევ ერთი ანტირეკორდი დამყარდა.
პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში, ერთმანეთს სეზონის სტარტის ორი ყველაზე წარუმატებელი გუნდი, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ტოტენჰემი” დაუპირისპირდა.
პურველი ტაიმი უგოლო გამოდგა, თუმცა უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, მთავარი მოვლენები კი მატჩის მეორე ნახევარში განვითარდა.
ჯერ კუნიას ფლანგური გარღვევის შემდეგ ბურთი მბიუმოს მიუვიდა, კამერუნელმა კი მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში უზუსტესად დაარტყა. ამას მოჰყვა საკამათო ეპიზოდი, როდესაც შოუსა და ბენტანკურის შეკამათებამ მხოლოდ ამ უკანასკნელის გაძევება გამოიწვია.
მიუხედავად ათი კაცით დარჩენისა, სტუმრებმა რამდნიმე მომენტის შექმნა მაინც შეძლეს, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში სოლანკემ, უცნაური თავურით 92-ე წუთზე დააფიქსირა.
შედეგად, 6 თამაშში ერთადერთი მოგებით და 6 ქულით, “წითელმა ეშმაკებმა” უკანასკნელ 40 წელიწადში ყველაზე ცუდი სტარტი აიღეს.
ამაზე ცოტა ქულა პირველი ექვსი ტურის შემდეგ, მანჩესტერელებს ბოლოს 1986 წელს ჰქონდათ (4 ქულა).
რაც შეეხებათ “დეზებს”, ჩრდილო ლონდონური კოლექტივი სამი ქულით და მოგების გარეშე მყოფი, გასავარდნ ზონაში რჩება. შეგახსენებთ, დე ძერბის გუნდმა, საზაფხულო ტრანსფერებში, სამას მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი დახარჯა.










