Centered Image

აკრძალვა ტელეფონებზე, ვარცხნილობასა და დაგვიანებაზე

კლოპმა, ბუნდესნაკრებში, რეჟიმი გაამკაცრა.

Bild-ის იფნრომაციით, სანაკრებო მატჩებისთვის, გერმანელების დამრიგებელმა, იურგენ კლოპმა, ახალი წესდება შემოიღო, რომლის მიხედვითად, რამდენიმე აკრძალვა იქნა შემოღებული.

პირველი შეეხება ტელეფონებით სარგებლობის შეზღუდვას. ფეხბურთელებს, სასკაუტო გარჩევებისას, დარბაზში ფიზიკური მუშაობისას და მასაჟის დროს, დაევალდებულებათ ტელეფონების სპეციალურ ადგილას ჩაბარება.

ასევე, თუ ვინმეს ვარცხინოლობის შეცვლა მოუნდება, ეს სანაკრებო შეკრებებმადე, ან შეკრების შემდეგ უნდა მოხდეს. უშუალოდ სანაკრებო პაუზისას, ვარცხნილობის შეცვლაზე მოცდენა დროის დაკარგვად იქნება განხილული.

ბოლო აკრძალვა შეეხება რეჟიმს. გარდა ვარჯიშებზე დაგვიანების შემთხვევაში არსებული საბაზისო სასჯელებისა, ასევე იარსებებს ვახშმებზე დროულად მისვლის ვალდებულებაც. ფეხბურთელი, რომელიც დათქმულ დროზე ვერ მივა სასადილოში, მიიღებს სერიოზულ ჯარიმებს.

გარდა ამისა, ფეხბურთელებს აეკრძალებათ სანაკრებო შეხვედრების დროს ახლობლებთან შეხვედრები, თუ საქმე არ ეხება განსაკუთრებულ სიტუაციას.

ეს შეზღუდვები და აკრძალვები, კლოპმა ორი მიზნით შემოიღო. პირველი არის დისციპლინის გაზრდა, რაც ლეგენდარული სპეციალისტის აზრით, ნაკრებში არ იყო იდეალურ დონეზე. მეორე მიზეზი კი გუნდური ქიმიის გაუმჯობესება და ერთიან კოლექტივად ჩამოყალიბების მცდელობაა.

აღინიშნება, რომ ეს ცვლიელები ფეხბურთელებისთვის უცხო იქნება, რადგან ნაგელსმანის დროს, გუნდში გაცილებით მეტი თავისუფლება არსებობდა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading