როგორც ჩანს, ჩვენს მეტოქეს დრო და დრო გუნდი კიდევ უფრო დაუსუსტდა.
საქართველოს ნაკრების მეტოქეს, უკრაინას უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის დაწყების წინ კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა.
2 წამყვანი მოთამაშის, არტიომ დოვბიკისა და ოლექსანდრ ანდრიევსკის შემდეგ, უკრაინის ნაკრებს ამჯერად ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი ბრენტფორდის წარმომადგენელი, ეჰორ იარმოლიუკიც გამოაკლდა.

ეს დანაკლისი უცნაურია იმ მხრივ, რომ საქმე ტრავმას არ ეხება. პრემიერ ლიგის მე-5 ტურში, ჩელსისთან (3:0) გამარჯვების შემდეგ, 22 წლის ფეხბურთელს ვაქცინაცია ჩაუტარდა, რის გამოც შემდეგი 8 დღის განმავლობაში ფიზიკური აქტივობით დაკავება არ შეეძლება. სწორედ ამ ფაქტის გამო უკრაინულ საფეხბურთო ელიტაში ფეხბურთელები და კლუბები ძალიან გააკრიტიკეს. მათი აზრით, მოთამაშისთვის მთავარი სწორედ სანაკრებო მატჩები უნდა იყოს და კლუბი არ უნდა უწყვეტდეს იმას, ნაკრებში სათამაშოდ წავიდეს თუ არა.
საქართველოს ნაკრები უკრაინას 28 სექტემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.










