Centered Image

ალექს გრიმალდო სამშობლოში ბრუნდება

ადრე თუ გვიან, ესპანელი მცველი ბაიერს დატოვებდა, მაგრამ მგონი ცოტა დაუგვიანდა.

ესპანელი მარცხენა მცველი, ალეხანდრო გრიმალდო ბაიერ ლევერკუზენიდან კარიერას ატლეტიკო მადრიდში გააგრძელებს! გამოცდილი განაპირა მცველი სამედიცინო შემოწმებას ძალიან მალე გაივლის, რის შემდეგაც მადრიდულ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ატლეტიკო მადრიდი 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €25 მილიონს გადაიხდის.

გრიმალდოს მიმართ ინტერესს არაერთი კლუბი იჩენდა, მათ შორის ბარსელონა და იუვენტუსიც, თუმცა დიდი კონკურენციის მიუხედავად, ესპანელის ტრანსფერის დახურვა სწორედ ატლეტიკომ შეძლო. ამ გარიგებაში მნიშვნელოვანი როლი ჩოლო სიმეონემაც ითამაშა, რომელმაც გრიმალდოს პირადად რამდენჯერმე ესაუბრა და მადრიდულ კლუბში გადასვლაზე დაიყოლია.

ალეხანდრო გრიმალდო ლევერკუზენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო და გასულ სეზონებში გუნდის წარმატებაშიც დიდი წვლილი შეიტანა. ატლეტიკო მადრიდში იმედოვნებენ, რომ გამოცდილი ესპანელი მცველი გუნდს როგორც დაცვაში, ისე შეტევაში კიდევ უფრო გააძლიერებს.

გრიმალდო გუნდს მას შემდეგ შეურთდება, რაც ესპანეთის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე ასპარეზობას დაასრულებს და წინა-სასეზონო შეკრებას ახალ გუნდთან ერთად გაივლის.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading