“ატლეტიკოს” რიგებში შევსება იგეგმება.
“მარკას” ინფორმაციით, “ატლეტიკო” და “პსჟ” უკვე შეთანხმდნენ ლი კან ინის ტრანსფერზე, მოსაგვარებელი კი პირადი ხელშეკრულების დეტალებიღა რჩება.
კორეელ შემტევში, მადრიდელები, 35 მილიონ ევროს და ბონუსებს გადაიხდიან. გამოცემის ინფორმაციით, სიმეონე, 25 წლის ფეხბურთელს “პსჟ-სთან” შედარებით მეტ სათამაშო დროსაც შეჰპირდა.
ლიგა ერთის გასულ სეზონში, ლიმ, 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3+4 მოაგროვა, თუმცა საშუალოდ, მინდორზე, მხოლოდ 52 წუთს ატარებდა.
ესპანური ფეხბურთი, კორეელისთვის არაა უცხო. პარიზში გადაბარგებამდე, ლი, ორი სეზონის განმავლობაში “მალიორკას” ღირსებას იცავდა, ხოლო იქამდე, წლების განმავლობაში “ვალენსიას” სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში ასპარეზობდა.











