მიმდინარე ზაფხულის მთავარი სატრანსფერო საგა მინიმუმ ზამთრისთვის გადაიდო.
Marca-ს ცნობით, მადრიდულ კლუბში უკვე ემზადებიან არგენტინელი ფორვარდის კლუბსა და გულშემატკივრებში ხელახალი ინტეგრირებისთვის. გამოცემა აღნიშნავს, რომ მადრიდში კარგად ხვდებიან, თუ რამდენად დიდი რეპუტაციური ზარალია უკვე მიყენებული, თუმცა იმედვონებენ, რომ რამდენიმე წარმატებული პერფორმანსის შემდეგ, ეს ყველაფერი ნელ-ნელა წარსულს ჩაბარდება.
გარდა ამისა, აღინიშნება, რომ გუნდის მმართველთა საბჭო, სრულ მხარდაჭერას უცხადებს სპორტულ დირექტორს, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ ალვარესის გაყიდვა, შესაბამისი წინადადების შემთხვევაში სავსებით რეალურია, ოღონდ ნებისმიერ გუნდში, გარდა “ბარსელონასი.”
კატალუნიელთა გარდა, ხულიანის შეძენა “არსენალსაც” სურდა, თუმცა გუნდში, მასში მოთხოვნილი 150 მილიონი ევრო ზედმეტად დიდ თანხად მიიჩნიეს.
აქამდე, ალვარესი, გუნდთან ერთად ოფიციალურად “ვირუსული ინფექციის” გამო არ ვარჯიშობდა, თუმცა გუშინ, საერთო ჯგუფს შეუერთდა. მოლოდინის მიხედვით, ფორვარდი “ატლეტიკოს” განაცხადში ესპანეთის ჩემპიონატის შემდეგსავე მატჩში იქნება შეყვანილი.
ლა ლიგის გასული სეზონის 28 შეხვედრაში, არგენტინელის აქტივში 8 გოლი და 4 ასისტი იყო.










