Centered Image

GOAT-ი სანაკრებო კარიერას ასრულებს

მესის, არგენტინის ნაკრების მაისურით, ოფიციალურ მატჩებში ვეღარ ვიხილავთ.

39 წლის ფეხბურთელმა განცხადება ამის შესახებ თავად გააკეთა:

“ფინალის შემდეგ ბევრი ვიფიქრე და საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივედი. გადაწყვეტილებამდე, რომელიც გულს მტკენს, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, რომ საამისოდ იდეალური მომენტია.

ამ ოცი წლისთვის ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც რთულ მოგზაურობაში ჩემ გვერდზე იყო. ნაციონალური ნაკრების მაისურის ტარება ყოველთვის უდიდეს პატივს წარმოადგენდა. მადლობა გულშემატკივერებს გულმხურვალე სიყვარულისთვის და ღმერთს, იმისთვის რომ არგენტინელი ვარ.” განაცხადა მესიმ.

ლეო, ეროვნულ ნაკრებში 2005 წლიდან ასპარეზობდა. “ალბისელესტეს” შემადგენლობაში, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 2022 წლის მუნდიალი, ასევე 2021 და 2024 წლების კოპა ამერიკა, 2022 წლის ფინალისიმა და მსოფლიოს ჩემპიონატების ორი ვერცხლი მოიგო.

არგენტინის ნაკრებში ჩატარებულ 207 შეხვედრაში, ლეოს აქტივში, 125 გოლი და 68 ასისტია. ორივე ეს რეზულტატი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading