Centered Image

ანდრონიკაშვილი ელიტაში ბრუნდება

რატი, კარიერას, ევროპის უძლიერეს ჩემპიონატში განაგრძობს.

ისლანდიური ვოიაჟის შემდეგ, ქართველი უკანახაზელი ACB ლიგას უბრუნდება. “მორაბანკ ანდორასთან”, ანდრონიკაშვილის კონტრაქტი ორთვიანი იქნება.

გუნდის გადაწყვეტილებაზე, როგორც ჩანს, გავლენა რატის ბოლოდროინდელმა სანაკრებო ასპარეზობამ იქონია. ქართველმა მცველმა, კარიერის ორი საუკეთესო თამაში ერთი მეორეს მიყოლებით ჯერ მონტენეგროსთან, შემდეგ კი პორტუგალიასთან ჩაატარა. ამ უკანასკნელთან, ანდრონიკაშვილმა კარიერის სანაკრებო რეკორდიც მოხსნა და უმაღლესი პროცენთით 20 ქულა გაიფორმა, რასაც 4 ჩაჭრაც დაამატა.

საინტერესოა, რომ “ანდორასთვის”, ქართული კალათბურთი უცხო სულაც არაა. “ჯუჯა სახელმწიფოს” გუნდში, რომელიც ყოველთვის ესპანეთის ჩემპიონატებში გამოდიოდა, რატიმდე ორ ქართველს – გიორგი შერმადინსა და ბექა ბურჯანაძეს უასპარეზიათ.

ანდრონიკაშვილი, სავარაუდოდ, კლუბში მესამე-მეოთხე გამთამაშებელი იქნება. ტაბაკის გუნდში უკვე არიან გამოცდილი გარდები კასიუს რობერტსონი და ჯეიმს აკინჯო, ასევე ვეტერანი ბრაზილიელი რაფა ლუჟი და პოლონეთიდან მოყვანილი მილან ბარბიჩი. ამავდროულად, გასული სეზონის შემდეგ, გუნდი დატოვეს კასტანედამ, რაისმა და ბასასმა, რის შემდეგაც, ანდორელებს უკანახაზზე სიღრმე სჭირდებოდათ, რასაც ემსახურება კიდეც რატის გადმოყვანა. ამ ორ თვეში გადაწყდება გაიფორმებს თუ არა “მორაბანკი” ანდრონიკაშვილს სეზონის ბოლომდე.

“ანდორა”, ესპანეთის ჩემპიონატის პირველ მატჩს, რატის ყოფილ გუნდთან, “ობრადოიროსთან” 26 სექტემბერს გამართავს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading