“ჩოლომ”, “ბარსასთვის”, კომპლიმენტები არ დაიშურა.
“რეალთან” მსაჯობის სკანდალის ფონზე მოგებული მატჩის შემდეგ, დიეგო სიმეონემ, არბიტრებზე კითხვებს თავი აარიდა, თუმცა ისაუბრა ჩემპიონატის ლიდერზე:
“ჩვენგან განსხვავებით, “ბარსელონა” თითქოს სპორტის სხვა სახეობას თამაშობს. აგებენ თუ იგებენ, სახლში თუ გასვლაზე, ისინი მუდმივ და უწყვეტ პრესინგს გთავაზობენ, შეცდომას გაშვებინებენ და გაუთავებლად წნეხში გამყოფებენ.
გუნდს არ ჰყავდა ცენტრფორვარდი, მაგრამ შეხედეთ რაფინიას და იამალს – ერთს 12 გოლი აქვს, მეორეს შვიდი.
ეს არის გუნდი, რომელიც უბრალოდ დროს არ გაძლევს და რაც მთავარია, მზად არის ნებისმიერ მომენტში გარისკოს.
ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ გაშვებული გოლი, მათ მხოლოდ აძლიერებთ. ამ მომენტისათვის ნამდვილად საუკეთესოები არიან.” განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.










