მაესტრო “ფურია როხაში” რჩება.
ინფორმაცია ამის შესახებ ესპანეთის სამეფო საფეხბურთო ფედერაციამ დაადასტურა. კონტრაქტი 2032 წლამდე იქნება გათვლილი.
“მარკას” ცნობით, მოლაპარაკებები საკმაოდ დიდხანს გაიწელა, რამაც ნაკრების ფანები სერიოზულად ანერვიულა, თუმცა საუბარი არასოდეს ყოფილა თანხაზე, არამედ ხელშეკრულების ხანგრძლივობაზე. ფედერაციას, სპეციალისტის დარჩენა 2032 წლის ევროპის ჩემპინაოტის ჩათვლით სურდა, ხოლო თავად მწვრთნელი, 2030 წლის მუნდიალის მერე წასვლაზე სერიოზულად ფიქრობდა. საბოლოოდ, დე ლა ფუენტე დათმობაზე წავიდა.
რაც შეეხება 65 წლის სპეციალისტის ანაზღაურებას, ის, გამოცემის ინფორმაციით მოქმედი კონტრაქტით 1.5 მილიონს შეადგენს, ხოლო ახალი ხელშეკრულების მიხედვით, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი 4.5 მილიონი ევროს ფარგლებში გამოიმუშავებს.










