იაკინის გუნდმა დომინანტურად მოიგო.
პირველი წრის მატჩში, ყატარის ნაკრების წინააღმდეგ ხელიდან გაშვებული გამარჯვების შემდეგ, შვეიცარიელებმა ჯავრი ბოსნიაზე იყარეს.
წყნარი და უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, გოლების წვიმა მეორეში წამოვიდა. ანგარიში მანზამბიმ 74-ე წუთზე გახსნა, რასაც რამდენიმე წუთში მუჰარემოვიჩის მხრიდან ბოლო იმედის ფოლი და წითელი ბარათი მოჰყვა.
სიტუაციით ვარგასმა ისარგებლა და სხვაობა ორამდე გაზარდა. მატჩის გმირმა, მანზამბიმ, სამბურთიანი სხვაობა შუქფარზე 90-ე წუთზე დააფიქსირა. გოლებით დახუნძლულ ბოლო ოცწუთეულში თითო-თითო ბურთი მაჰმიჩმა და ჯაკამ (თერთმეტმეტრიანიდან) გაცვალეს, შედეგად კი 4:1 იაკინის კოლექტივის სასარგებლოდ.
მატჩის უდავო გმირი იოან მანზამბი გახდა. “ფრაიბურგის” 20 წლის შემტევმა, ორი გოლი და მატჩის MVP-ს სტატუსი მიითვალა. გარდა ამისა, მანზამბი, გახდა მუნდიალების ისტორიაში სკამიდან გამოსვლის შემდეგ დუბლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი.
B ჯგუფს, 4 ქულით სათავეში სწორედ შვეიცარია ჩაუდგა. მეორე ტური ჯერ კიდევ სათამაშო აქვთ ყატარის და კანადის ეროვნულ ნაკრებებს.











