ლივერპულის კარის უსაფრთხოებას მალე ისევ ქართველი დაიცავს.
ქართველი გულშემატკივრისთვის სასიამოვნო სიახლე ისმის ინგლისიდან. საქართველოს ნაკრებისა და ლივერპულის მეკარემ, გიორგი მამარადაშვილმა ვარჯიში განაახლა.
ლივერპულის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 25 წლის ქართველი მეკარე ბაზაზე დაბრუნდა და ვარჯიშს შეუდგა.
გიორგი მამარდაშვილმა ტრავმა ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურში, ლივერპულურ დერბიში, ევერტონთან მატჩის დროს მიიღო, შემდეგ ოპერაცია გაიკეთა და ჭრილობის მოშუშების შემდეგ საქმეში დაბრუნდა.

ამ სეზონში, გიორგი მამარდაშვილს ლივერპულის 18 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 4-ჯერ კარის მშრალად შენახვაც მოახერხა.
წარმატებები გიორგი მამარდაშვილს!











