Centered Image

“აცტეკები” დამარცხდნენ – კორტესი ბელინგემია

სამი ლომი გზას აგრძელებს.

მუნდიალის მორიგ 1/8 ფინალურ მატჩს ლეგენდარულმა აცტეკამ უმასპინძლა. მექსიკის დედაქალაქში მასპინძლებს ინგლისის ნაკრები დაუპირისპირდა. ორივე გუნდმა იქამდე იცოდა, რომ ნორვეგიამ ბრაზილია გააგდო და მეტოქე “სელესაოს” ნაცვლად ელვისებული “ვიკინგები” იქნებოდნენ.

მექსიკელებმა მრისხანე მეტოქეს არაფერი დაუთმეს, კარისკენ 20-ჯერ დაარტყეს, როცა მათი კარის მიმართულებით მხოლოდ 6 მიიღეს, თუმცა ამათგან 5 ზუსტი იყო და 3 გოლის მომტანი. საბოლოოდ, ინგლისის ნაკრებმა მძიმე 2:3 მოიგო და 1/4 ფინალურ ეტაპზე გავიდა.

ენერგიული სტარტის შემდეგ პირველი გოლი ინგლისმა გაიტანა. ჯუდ ბელინგემმა თავი 3 წუთიან მონაკვეთში დუბლით გამოიჩინა, ჯერ საკას ჩაწოდების შემდეგ თავით შეაგდო, მეორედ კი კეინის განივი პასის შემდეგ აღმოჩნდა ფორვარდის პოზიციაზე – 36-ე და 38-ე წუთებზე ჯუდმა თითქოს თამაში გააკეთა.

მექსიკელებმა კიდევ უფრო ენერგიულად შეუტიეს და რამდენიმე მაგარი მომენტიც შექმნეს. რაულ ხიმენეზს პიკფორდმა ორჯერ მაგარი თავური აუღო, 1-2-ჯერ კინიონესსაც აჯობა.

ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე მექსიკელთა ბომბარდირმა, კინიონერსმა შეაგდო ახლო მანძილიდან, როცა სტანდარტის შემდეგ უდიერად მოგერიებული ბურთი იდეალურ პოზიციაში მიუვიდა და კარი გახვრიტა.

მე-2 ტაიმი მექსიკამ კიდევ უფრო ენერგიულად დაიწყო და მაგარი შანსი მიიღო არაფრისგან. 54-ე წუთზე ჯარელ ქუანსამ სრულიად არასაჭირო სიტუაციაში ძალიან იუხეშა და არბიტრმა ის სრულიად ლოგიკურად გააძევა მოედნიდან.

თითქოს ეს მექსიკელებს უნდა დახმარებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. ინგლისმა მეტოქე კონტრ-შეტევაზე გამოიჭირა და პენალტის დარტყმის უფლება მიიღო. 60-ე წუთზე ჰარი კეინმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა და მუნდიალებზე გატანილი 14 გოლით ლეგენდარულ გერდ მიულერს გაუთანაბრდა.

69-ე წუთზე თავისი პენალტის დარტყმის შანსი ხიმენესმა მიიღო და დარტყმა ზუსტად შეასრულა.

მექსიკელთა სამწუხაროდ, მასპინძლებმა გოლი ვეღარ შეაგდეს, თუმცა მცდელობა ნამდვილად არ დაუკლიათ.

ინგლისის ნაკრებმა კი მძიმედ დაძლია 1/8 ფინალური ეტაპი დიდი მითქმა-მოთქმის შემდეგ (ირონიულია, ამბავი “ვიაგრას” მიღების შესახებ, თუმცა ის რომ ტყუილია, არავის უთქვამს). მათი მეტოქე ნორვეგიის ნაკრები იქნება, რომელმაც ბრაზილიას მოუგო, ჰალანდი დაუნდობელ ფორმაში ჰყავს და ინგლისის ნაკრების, წესით არ შეეშინდება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading