Centered Image

“აძური” ძველ ჩემპიონს იბრუნებს

იტალიის ნაკრები ახალ წრეზე გამოცდილი კადრით ეცდება სვლას.

რამდენიმე გავლენიანი და ავტორიტეტული წყარო, მათ შორის ჯანლუკა დი მარციო აცხადებს, რომ რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრების ახალი მწვრთნელის თანამდებობაზე მთავარი კანდიდატია – ის დროებით მწვრთნელს, სილვიო ბალდინის შეცვლის.

61 წლის მანჩინი უკვე ხელმძღვანელობდა იტალიას (2018 წლიდან 2023 წლამდე), მოიგო ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს, მაგრამ ვერ შეძლო მომდევნო წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა.

ჯენარო გატუზომ „აძურის“ მწვრთნელის თანამდებობა გასული წლის მარტში დატოვა (მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარა და მის ნაცვლად მოვალეობის შემსრულებლად ბალდინი დაინიშნა – მან ივნისში ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან ამხანაგურ მატჩები ჩაატარა, სადაც ორივე მატჩი 1:0 მოიგო). ბალდინი 21 წლამდელთა ნაკრებიდან დაწინაურდა და მუშაობას დაუბრუნდება, როგორც კი პირველი გუნდის ახალი მწვრთნელი დაინიშნება.

ვარაუდობენ, რომ მანჩინი 2030 წლამდე წელიწადში 2 მილიონი ევროს ანაზღაურების მქონე კონტრაქტს გააფორმებს. მანჩინიმ „აძური“ 2023 წელს დატოვა და საუდის არაბეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახდა. მან არაერთხელ აღიარა, რომ იტალიის ეროვნული ნაკრებიდან წასვლა შეცდომა იყო და ამ გადაწყვეტილების გამო სინანული გამოთქვა.

იმედია, მანჩინი ისევ დააბრუნებს ძლევამოსილ იტალიის ნაკრებს, რომელიც მსოფლიო ფეხბურთს ჭირდება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading