ბარსელონა ცენტრალური მცველის ძიებაში.
“დიარიო სპორტის” ინფორმაციით, “ბლაუგრანას” ინტერესების სფეროში “ტოტენჰემის” მფლობელობაში მყოფი 19 წლის ფეხბურთელი, ლუკა ვუშკოვიჩი მოხვდა.
ხორვატმა, 2025-26 წლების სეზონი “ჰამბურგში”, იჯარის წესით ჩაატარა და ბუნდესლიგის 25 შეხვედრაში 5 გოლიც შეაგდო. “დეზებმა” ის “ჰაიდუკისგან” 11 მილიონ ევროდ იყიდეს.
აღსანიშნავია, რომ “ბარსასთვის”, პრიორიტეტულ ვარიანტად ბასტონის შეძენა რჩება, თუმცა ცოტა ხნის წინ, “ინტერის” ბოსმა, მაროტამ, მცველის გუნდიდან წასვლა საჯაროდ გამორიცხა.
აღსანიშნავია, რომ ლუკა ვუშკოვიჩი, ტრანსფერმაკეტის შეფასებით, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღრებული მცველია 21 წლამდე ასაკში. პოპულარული გამოცემა, მის შესაძლო ტრანსფერს 60 მილიონ ევროდ აფასებს.










