გორდონის დამატება არ გამოვიდა.
ინსაიდერ საშა ტავოლიერის ინფორმაციით, “რეკორდმაისტერი” გეგმა ბ-ს განხორციელებასთანაა ახლოს. იმის შემდეგ, რაც მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობამ, ენტონი გორდონის შესაძლო გადმობირებაზე “ნიუკასლისგან” უარი მიიღო, გუნდი უფრო ხელმისაწვდომ ვარიანტზე გადაერთო.
ინსაიდერის ცნობით, შარლ დე კეტელარესთან კონტრაქტის პირობები უკვე შეთანხმებულია, მოსაგვარებელი კი “ატალანტას” და “ბაიერნს” შორის ტრანსფერის დეტალებია დარჩენილი.
აღინიშნება, რომ მიუნხენელებს, სურდათ შემტევი ნახევამრცველის როტაციისთვის დამატება, კომპანი კი თანამემამულეს ძალიან მაღლა აფასებს.
მიმდინარე სეზონი, 25 წლის ბელგიელისთვის ტრავმებით აღსავსე გამოდგა. სერია ა-ს 28 შეხვედრაში, შარლის აქტივში 3 გოლი და 5 ასისტი იყო.










