Centered Image

ბარსელონამ მცველი გაუშვა

ურუგვაელ “მეომარს” კარიერის გაგრძელება “მერსისაიდში” მოუწევს.

რონალდ არაუხოს ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დაიხურა. ურუგვაელი მცველი ბარსელონადან კარიერას ლივერპულში გააგრძელებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, ურუგვაელ ცენტრალურ მცველს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

როგორც ცნობილი ხდება, მხარეებს შორის 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდება, რა დროსაც ლივერპული არაუხოს ხელფასის დიდ ნაწილს დაფარავს. 2026/27 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, ინგლისურ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება. მართალია, ეს გამოსყიდვა არასავალდებულოა, მაგრამ საეჭვოა, რომ არაუხოს ძალიან კარგი თამაშის გარეშე ლივერპულმა მისი გამოსყიდვა გადაწყვიტოს, რადგანაც თანხა საკმაოდ მაღალ ნიშნულს, 55 მილიონ ევროს შეადგენს.

მას შემდეგ, რაც იბრაჰიმა კონატემ ლივერპული დატოვა, მერსისაიდულ კლუბს არაერთი მცველი დაუკავშირეს, თუმცა, როგორც ჩანს, არაუხო ყოველთვის #1 სამიზნე იყო. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ენფილდის ბინადრები გამოცდილ მცველს უახლოეს დღეებში ოფიციალურად წარადგენენ.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading