Centered Image

“პსჟ-ს” ქამბექი კვარას გასვლის შემდეგ

ქართველი ვარსკვლავის კიდევ ერთი უსახური მატჩი.

ლიგა ერთის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, პარიზელები სტრასბურს ესტუმრნენ და ქამბექის შედეგად, 3:1 მოიგეს, ჩვენთვის კი ყველაფერი წარუმატებლად განვითარდა.

“მანჩესტერ სიტისთან” სუპერ მატჩის შემდგომ და “ბარსასთან” შეხვედრის წინ, ლუის ენრიკემ როტაციას მიმართა, რომელსაც დუესა და დემბელს სასტარტოს მიღმა დატოვება, ხოლო კვარაცხელიას საწყის თერთმეტეულში გამოსვლა მოჰყვა.

მატჩის პირველ ნახევარში, “პსჟ-მ” ძალის აშკარა ეკონომიით ითამაშა და ტაიმი წააგო კიდეც – ჯოვანი რეინას გოლი, საწყის 45 წუთში ერთადერთი აღმოჩნდა.

63-ე წუთზე, კვარაცხელიამ მინდორი დატოვა, ხოლო მის ნაცვლად თამაშში დემბელე შემოვიდა. სამწუხაროდ, ისე დაემთხვა, რომ პარიზელთა ქამბექიც სწორედ კვარაცხელიას გასვლის, და ოქროს ბურთის მფლობელის შემოსვლის შემდეგ დაიწყო.

დემბელემ, 72-ე წუთზე პენალტის შესრულების საშუალება მიიღო, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა. მიუხედავად ამისა, ანგარიშის გათანაბრება სტუმრებმა მალევე შეძლეს – გოლის ავტორი ზაბარნი იყო, ხოლო საგოლე პასი დემბელემ მიითვალა.

29 წლის შემტევმა, გაფუჭებული თერთმეტემტრიანის შემდეგ, ასისტს გოლიც დაუმატა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე, დეზირე დუემ შეხვედრის საბოლოო ანგარიში – 3:1 დააფიქსირა.

შედეგად, ლუის ენრიკეს გუნდმა, მართალია გარკვეული სირთულეებით, თუმცა ლიგა ერთში ზედიზედ მეოთხე თამაშის მოგება შეძლო. შემდეგ ტურში, პარიზელები “ლიონს” უმასპინძლებენ, ხოლო იქამდე, 20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურების ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში, პარიზული გრანდი “ბარსელონას” დაუპირისპირდება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading