Centered Image

კონტეს “მანჩესტერ იუნაიტედის” ჩაბარება სურს

როგორც ყოველთვის, იტალიელ სპეციალისტს აქვს პირობებიც.

TEAMtalk-ის ინფორმაციით, კონტეს აგენტები უკვე შეეხმიანენ მანჩესტერული გრანდის ხელმძღვანელობას და კერიკის გაშვების შემთხვევაში, 57 წლის მწვრთენლის მხრიდან გუნდის ჩაბარების მზადყოფნაზე შეატყობინეს. დანიშვნის მთავარი პირობა კი იქნება სამი ახალი ფეხბურთელი, რომელსაც კონტე იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას თავად შეარჩევს.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, იტალიელმა სპეციალისტმა, რომელიც “ნაპოლისთან” გასული სეზონის ბოლოს დაშორების შემდეგ, უმუშევარი რჩება, ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ არანაირი დამატებითი პაუზის აღებას კარიერაში არ გეგმავს და აპირებს, რომ სერიოზული ისტორიის და შესაბამისი ამბიციების მქონე გუნდი უახლოეს მომავალშივე ჩაიბაროს.

საინტერესოა, რომ კონტეს მხრიდან, “წითელი ეშმაკების” ჩაბარების ეს მცდელობა პირველი არაა. ბრიტანული მედია, იმავეს წერდა ზაფხულშიც, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული კერიკის მანჩესტერში დატოვების საკითხი, თუმცა “ინეოსმა” და მისმა მმართველებმა, იტალიელზე უარი თქვეს და კერიკს ნდობა გამოუცხადეს.

“მანჩესტერ იუნაიტედი”, პრემიერ ლიგის ექვსი ტურის შემდეგ ექვსი ქულით ცხრილში მეცამეტე პოზიციას იკავებს, ხოლო თასიდან, გუნდი ბრაიტონმა გამოაგდო. ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ ტურში, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ატლეტიკოსთან” დამარცხდა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading