ენტონი გორდონი “ბარსას” პირველი საზაფხულო შენაძენი გახდება.
ინსაიდერ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, მოლაპარაკებები სამივე მხარეს შორის წარმატებებით შედგა, ხოლო კონტრაქტი უახლოეს დღეებშივე იქნება ხელმოწერილი.
“ბარსელონას”, ტრანსფერის დახურვა რაც შეიძლება მალე სურდა, ხოლო “ნიუკასლმა”, ლაპორტას წინადადება საკმაოდ მალე მიიღო.
“ბლაუგრანა”, 25 წლის ვინგერში, 70 მილიონ ფუნტს + ბონუსებს (82 მილიონი ევრო) გადაიხდის. გორდონთან სამედიცინო შემოწმება, კვირის ბოლოსაა დაგეგმილი.
აღსაშნავია, რომ ბრიტანელის გადმოსაბირებლად, დიდი ხნის განმავლობაში მთავარ ფავორიტად “ბაიერნი” ითვლეობდა, თუმცა ბრძოლაში “ბარსას” ჩართვის შემდეგ, თავად ფეხბურთელმა ესპანური ვარიანტი ამჯობინა.
პრემიერ ლიგის 26 შეხვედრაში, “ნიუკასლის” შემტევმა 6 გოლი და 2 ასისტი მიითვილა. მის აქტივშია ასევე ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 10 გოლიც.











