Centered Image

“რეალის” შეთავაზება, “ატლეტიკოს” უარი და “ბარსას” ბრალდება

ალვარესის ირგვლივ დაძაბულობამ სამი ესპანური გრანდი მოიცვა.

“ასის” ინფორმაციით, “რეალმა” “ატლეტიკოს” ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა, თუმცა სიმეონეს გუნდმა, 150 მილიონი ევრო იუარა.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პერესმა პირობა დადო, რომ 150 მილიონიან შეთავაზებას გააკეთებდა, თანაც ტოპ ფეხბურთელში რომლის გვარი არ არის კეინი, ოლისე, დოკუ ან ჰოლანდი. ესპანურ პრესაში არსებული ვარაუდებით, ეს მოთამაშე ან ვიტინია უნდა ყოფილიყო, ანაც ალვარესი.

აღსანიშნავია, რომ “ატლეტიკოს” პოზიცია ალვარესთან დაკავშირებით უცვლელი რჩება. გუნდი არ აპირებს ფორვარდის გაყიდვას კონტრაქტში გაწერილ გამოსასყიდ თანხაზე ნაკლებად – ანუ 500 მილიონ ევროზე მცირე ფასად.

მეორე მხრივ, “დიარიო სპორტის” ინფორმაციით, “ბარსელონამ” “რეალი” მიწისქვეშა ბინძურ პოლიტიკურ მოქმედებაში დაადანაშაულა. კატალუნიელები თვლიან, რომ პერესმა, გამიზნულად გაუგზავნა უარისთვის წინასწარ განწირული შეთავაზება “ატლეტიკოს”, იმისთვის, რომ ალვარესზე ფასმა აიწიოს, ხოლო “ბლაუგრანამ”, არგენტინელში რაც შეიძლება მეტი გადაიხადოს. გუნდში ასევე ეჭვობენ, რომ შესაძლოა, მადრიდული გუნდები შეთანხმებულადაც მოქმედებდნენ ალვარესზე ფასის ხელოვნურად გასაზრდელად.

შეგახსენებთ, აქამდე, ფორვარდის ტრანსფერის შესახებ პირველი ოფიციალური წინადადება “ატლეტიკომ” სწორედ “ბარსასგან” მიიღო და ის 100 მილიონ ევროს შეადგენდა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading