ნიდერლანდელი სპეციალისტი რუდი გარსიას შეცვლის.
Nieuwsblad-ის ინფრომაციით, ბელგიის საფეხბურთო ფედერაცია უკვე შეუთანხმდა მარკ ვან ბომელს და კონტრაქტიც უახლოეს დღეებში გაფორმდება.
იმის შემდეგ, რაც ნაკრები რუდი გარსიამ, მუნდიალის მეოთხედფინალში გამოვარდნის შემდეგ დატოვა, ფედერაცია ახალი დამრიგებლის ძიებაში იყო. ვან ბომელი განიხილება როგორც კარგი ტაქტიკოსი და ფეხბურთელებთან მუშაობის ძლიერი სპეციალისტი, პრობლემად კი 49 წლის მწვრთნელისთვის ფრანგული ენის არცოდნა ითვლებოდა. ნაკრების ნახევარზე მეტი, სწორედ ამ ენაზე საუბრობს, თუმცა ვან ბომელმა ბელგიური ფეხბურთის მმართველებს პირობა მისცა, რომ ენის შესწავლას დაუყოვნებლივ შეუდგება, რის არგუმენტადაც დაასახელა ფაქტი, რომ მშობლიურის გარდა, ის თავისუფლად საუბრობს გერმანულზე, ინგლისურზე, იტალიურსა და ესპანურ ენებზე.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ვან ბომელი “პსვ-ში”, “ვოლფსბურგსა” და “ანტვერპენში” მუშაობდა.











