ალვარესის ტრანსფერს წითელი შუქი აენთო.
As-ის ინფორმაციით, “ატლეტიკომ” კატალუნიელების უკანასკნელი შემოთავაზება არც კი განიხილა და “ბარსელონას” კიდევ ერთხელ აცნობა, რომ არგენტინელის გაყიდვას არანაირ ფასად არ გეგმავს და ფლიკის გუნდსაც, მის შესაძენად სრული გამოსასყიდი თანხის – 500 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
იზრდება პესიმიზმი ალვარესის ტრანსფერთან დაკავშირებით “ბლაუგრანაშიც.”
გამოცემის ცნობით, დეკუმ, ფლიკს, ლევანდოვსკის და ფერან ტორესის ჩამნაცვლებლის ახალი კანდიდატურა შესთავაზა, გერმანელი სპეციალისტიც ამ იდეას ენთუზიაზმით შეხვდა.
საუბარია ლაუტარო მარტინესზე. “ბარსელონა”, უახლოეს დღეებში აპირებს არგენტინელი ფორვარდის აგენტებთან დაკავშირებას და პირველადი მოლაპარაკების ჩატარებას. As-ს ცნობით, თავად ფეხბურთელი მზადაა კარიერის ახალ ეტაპზე გადასასვლელად.
ალვარესისგან განსხვავებით, ლაუტაროს კონტრაქტი ინტერთან 2029 წლამდეა, მაშინ როდესაც ხულიანი, “ატლეტიკოსთან” 2032 წლამდეა დაკავშირებული.
“Sky Italia-ს” ინფორმაციით, “ინტერი”, თავის კაპიტანში 105-120 მილიონი ევროს ფარგლებში მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ, “პსჟ-ში” ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა ფერან ტორესიც, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბარსა”, ამ მომენტისთვის, სეზონის ფორვარდის გარეშე დაწყებას რისკავს.











