სანაკრებო მატჩებამდე ქუთაისელმა ფორვარდმა ხასიათი გამოიკეთა.
გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მე-6 ტურის შეხვედრა ჰაიდენჰაიმსა და არმინია ბიელეფელდს შორის ფრედ, 2:2 დასრულდა. პირველი გოლი მასპინძლებმა გაიტანეს, მე-13 წუთზე არმინია ჯოელ გროდოვსკიმ დააწინაურა, 30-ე წუთზე კი ბუდუ ზივზივაძემ თავისივე გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ჰაიდენჰაიმი შემდეგ წინ 45+3 წუთზე გაიყვანა პოლ ჰენრიხმა, საბოლოო ანგარიში კი 55-ე წუთზე ფელიქს ჰაგმანმა დააფიქსირა.
ბუდუ ზივზივაძემ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 86-ე წუთზე შეცვალეს. ქართველმა ფეხბურთელმა ერთი გოლი გაიტანა, ბუდუმ 11 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 4-ში გაიმარჯვა, ბურთს 45-ჯერ შეეხო, 5-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 1 გამოდგა წარმატებული, 29 გადაცემიდან 25 ზუსტად შეასრულა (86%), 2-ჯერ კი კარში დაარტყა. სხვადასხვა მონაცემებით ბუდუმ საკმაოდ სოლიდური შეფასებები, 7.4-იდან 7.9-მდე დაიმსახურა.
ჰაიდენჰაიმი ბუნდესლიგა 2-ის ცხრილში 13 ქულით მე-3 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 9 ოქტომბერს, კაიზერსლაუტერნის წინააღმდეგ გამართავს, ბუდუს კი აქამდე უკვე 3 გოლი აქვს გატანილი და იმედია, ამ საგოლე იღბალს სანაკრებო მატჩებშიც წამოიღებს.
წარმატებები ბუდუ ზივზივაძეს! ჩვენს გამორჩეულად “ქუთაისელ” ფორვარდს!










