ცვლილებაზე გამოსულმა მიქაუტაძემ, უგულო სერია შეწყვიტა.
ლა ლიგის მეშვიდე ტურში “ვილიარელმა” “ლევანტეს” ვალენსიურ დერბიში უმასპინძლა, ხოლო ზედიზედ მეორე მატჩში, სასტარტო თერთმეტეულში ვერ მოხვედრილმა მიქაუტაძემ მატჩში უკანასკნელი გოლი გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა.
დაპირისპირების გმირად 22 წლის ალბერტო მოლეირო იქცა. ახალგაზრდა ესპანელმა, ჯერ პერესზე შეასრულა ასისტი, შემდეგ თავავადაც შეაგდო, ბოლოს კი ჟორჟზე საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.
რაც შეეხება ქართველ ფორვარდს, რომელიც მატჩში 67-ე წუთზე ჩაერთო, მიქაუტაძეს, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის ჩათვლით, ზედიზედ ხუთ თამაშში არ ჰქონდა თავი გამოჩენილი.
ვალენსიური გუნდისთვის, ეს გამარჯვება საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. კრიზისულად დაწყებულ სეზონში, “ყვითელ წყალქვეშა ნავს” 6 ტურში ერთადერთი მოგება ჰქონდა, “ლევანტეს” დამარცხების შემდეგ კი “ვილიარეალი” 9 ქულით გათამაშების მეცხრე პოზიციამდე აღზევდა.
მიქაუტაძის აქტივში, ლა ლიგაში ჩატარებულ 7 შეხვედრაში ორი გოლი და ერთი ასისტია.











