ჩემპიონატის საუკეთესო შეტევამ, საუკეთესო დაცვა უშანსოდ დატოვა.
პრემიერ ლიგის მეხუთე ტურში სენსაცია დაფიქსირდა – მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ლიდერი, “ბრაიტონმა” 3:0 გაანადგურა. მატჩის გმირი ბერძენი ტალანტი კოსტულასი გახდა. 19 წლის ფეხბურთელმა ჯერ გროსს გაუკეთა საგლე პასი, შემდეგ კი თავადაც შეაგდო. 57- წუთზე, ანდრესმა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შედეგად, არტეტას გუნდმა, პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ქულები პირველად დაკარგა. გარდა ამისა, “მეთოფეებმა” მარცხი ბოლო შვიდ მატჩში პირველად იწვნიეს.
აღსანიშნავია, რომ სამბურთიანი მარცხი, “არსენალისთვის” ყველაზე დიდი წაგებაა ბოლო სამი წლის განმავლობაში. საინტერესო კი ისაა, რომ მაშინაც, ჩრდილოლონდონურმა კლუბმა გამანადგურებელი წაგება “თოლიებისგან” იგემა:
“სრული იმედგაცრუება. მეტოქე გაცილებით უკეთესი იყო და გამაჯრვებაც დაიმსახურა. ჩვენ კი ასე არ უნდა ვთამაშობდეთ.
მიწაზე მწარედ დაგვანარცხეს და მტკივნეული, თუმცა საჭირო გაკვეთილიც ჩაგვიტარეს. დასკვნებს აუცილებლად გამოვიტანთ.” განაცხადა მიკელ არტეტამ მატჩის შემდეგ.
არასრული ხუთი ტურის შემდეგ, “არსენალი” 4 მოგებითა და ერთი მარცხით პირველ ადგილს “მანჩესტერ სიტისთან” ერთად იყოფს, თუმცა ამ უკანასკნელს მეხუთე რაუნდის შეხვედრა ჩასატარებელი აქვს. რაც შეეხება “ბრაიტონს”, ჰიურცელერის კოლექტივი, 10 ქულით მესამე პოზიციას იკავებს და ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლიც აქვს გატანილი – 16. ყველაზე შედეგიანი გუნდის არაოფიცალურ ჩათვლაში უახლოესი მდევრების, “ჩელსის” და “ბრენტფორდის” აქტივში 10-10 გოლია.










