Centered Image

ბუნდესნაკრებიც გავიდა – ნაგელსმანის ჯოკერი

აფრიკელები დაუდევრობისა და აცილებული მომენტებისთვის დაისაჯნენ.

2026 წლის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ერთმანეთს E ჯგუფის ლიდერები, გერმანია და კოტ დ’ივუარი დაუპირისპირდნენ. აფრიკელებმა სამაგალითო პირველი ტაიმი ჩაატარეს და ფრენკ კესის მიერ 30-ე წუთზე გატანილი გოლით იგებდნენ კიდეც, მაგრამ მატჩის დასკვნით ნაწილში ცოტათი აურიეს და დაისაჯნენ. დაახლოებით 60 წუთის განმავლობაში კოტ დ’ივუარი გერმანიის ნაკრებზე უკეთესი გუნდი იყო.

მე-2 ტაიმიდან იდეალურად გამოიცნო ცვლილებები იულიან ნაგელსმანმა. განსაკუთრებით ამირისა და დენიზ უნდავის დუეტმა გაამართლა. შტურგარტის ფორვარდმა ჯერ 68-ე წუთზე გაიტანა ამირის ძალიან კარგი პასის შემდეგ, 90+4 წუთზე კი ფელიქს ნმეტჩას იდეალური გადაცემა დაამუშავა კარგად, სწორად დაარტყა და მატჩს გერმანიის სასარგებლოდ დაუსვა წერტილი – 2:1.

გერმანიის ნაკრები უკვე ოფიციალურად გავიდა შემდეგ ეტაპზე და თანაც დადასტურებულად პირველი ადგილით. ნაგელსმანს საშუალება ექნება მე-3 ტურის მატჩში მთელი შემადგენლობა სრულად დაასვენოს და შედეგზე არ ინერვიულოს.

ამასობაში, იმავე E ჯგუფის წევრებმა, ეკვადორისა და კურასაოს ნაკრებებმა 155 ათასიანი მოსახლეობის მქონე ქვეყნის ისტორია შეცვალა. კურასაომ გაძლო, ფრე 0:0 შეინარჩუნა და ქულა მოიპოვა.

გმირი გამოდგა კურასაოს 37 წლის მეკარე, ელოი როომი, რომელმაც 15 დარტყმა მოიგერია და მხოლოდ 1 დააკლდა ტიმ ჰოვარდის რეკოდრის განმეორებამდე.

კოტ’დივუარს ფრეც კი აძლევს ხელს, რომ ჯგუფიდან მე-2 ადგილით გავიდეს, ეკვადორსა და კურასაოს კი სასწაულები დასჭირდებათ, რათა შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება დაიმსახურონ.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading