Centered Image

გიზი ნაკრებში დაშავდა

სამწუხაროდ, გრაცის შტურმს უახლოეს ხანებში ერთ-ერთი ქართველი ლიდერი ვერ დაეხმარება.

როგორც ავტორიტეტული წყაროები ამბობენ, საქართველოს ნაკრებისა და გრაცის შტურმის ნახევარმცველი, გიზო მამაგეიშვილი ტრავმირებულია.

სამწუხაროდ, გიზიმ ჩრდილოეთ ირლანდიასთან ბელფასტში გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია. როგორც შემდეგში გაირკვა, მამაგეიშვილს ტერფის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა.

ამ მოცემულობით გამოვიდა, რომ გიზი 4-6 კვირის მანძილზე დაისვენებს და რეაბილიტაციას გაივლის, შემდეგ კი ჯერ სავარჯიშო, მერე კი სათამაშო მინდორსაც დაუბრუნდება.

სამწუხაროდ, ამ ტრავმიდან გამომდინარე ნოემბრის სანაკრებო მატჩებში გიზი მამაგეიშვილი საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება. ამასთანავე, ტრავმირებულია ოთარ კიტეიშვილიც – შესაბამისად, გრაცის შტურმი ძალიან დაზარალდა, ვინაიდან ორივე ქართველი ლიდერი 1 თვეზე მეტი დროით დააკლდება.

წარმატებები და მალე გამოჯანმრთელება გიზი მამაგეიშვილს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading