Centered Image

მონტელა ჩვენს სამეზობლოს დაემშვიდობა

თურქეთის ნაკრების კატასტროფული მაჩვენებლები იტალიელი სპეციალისტის მომავალზეც აისახა.

თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდან იტალიელი სპეციალისტი, წარსულში დიდი ფორვარდი, ვინჩენცო მონტელა გაათავისუფლეს, ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.

52 წლის სპეციალისტის გაწვრთნილმა ნაკრებმა ბოლო 7 მატჩიდან 6 წააგო, ხოლო ბოლო 4 შეხვედრიდან 4 მარცხი განიცადა და ბურთების შეფარდებაც კატასტროფულად ცუდი ჰქონდა 2 გატანილი – 11 გაშვებულის წინააღმდეგ.

ვინჩენცო მონტელა თურქეთის ეროვნულ ნაკრებში 2023 წელს დაინიშნა და გუნდს 40 მატჩში უხელმძღვანელა, ამ დროის განმავლობაში მან ნაკრები როგორც ევროპის ჩემპიონატზე, ასევე მსოფლიო ჩემპიონატზეც გაიყვანა. თურქეთმა მისი ხელმძღვანელობით 21 შეხვედრა მოიგო, 5-ჯერ ფრედ ითამაშა, ხოლო 14-ში დამარცხდა.

ჯერჯერობით, ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ თითქმის გადაწყვეტილია, რომ თურქეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი არდა თურანი იქნება, რომელიც ამჟამად დონეცკის შახტარში მუშაობს. არდა წარსულში თურქეთის ძლევამოსილი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო, ბარსელონაშიც უთამაშია და თურქულ ფეხბურთში დიდი სახელი აქვს. ვნახოთ რა გამოუვა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading