Centered Image

ნანატრი ტიტული უმძიმეს ბრძოლაში

სულამანიძე, როგორც იქნა, მსოფლიოს ჩემპიონია.

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე, -100 კგ წონით კატეგორიაში საქმეში ევროპის 2025 წლის ჩემპიონი და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, ილია სულამანიძე ჩაერთო.

უნგრელი ვეგის და მოლდოველი გიმბოვშის დამარცხების შემდეგ, 25 წლის ქართველს მძიმე მეტოქე ელოდა. სულამანიძემ, რუსეთის წარმომადგენელს ჯერ იუკო აუღო, შემდეგ კი შებოჭვაზე დაიჭირა და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა.

ფინალისთვის ბრძოლაში ილიას მოწინააღმდეგე პირელი იყო. იტალიელმა, თამამად დაიწყო და ილეთი სცადა, თუმცა მომენტალურად კონტრილეთზე წამოეგო და წამის მეათედებში, საკუთარი თავი იპონზეც აღმოაჩინა, ილია კი ფინალში გავიდა.

განსხვავებით ნაადრევი სტადიის ბრძოლებისგან, ოქროსთვის დუელი უმძიმესი გამოვიდა. იაპონელმა არაიმ, წონის ერთ-ერთმა ფავორიტმა, შიდო პირველსავე წამებზე აიღო, თუმცა ამის შემდეგ, ფრთხილი ბრძოლა წავიდა, საბოლოოდ კი საქმე გოლდენ სქოურამდე მივიდა, სადაც ძალიან გვანერვიულეს.

აზიელის მიერ დაწყებული ილეთის შედეგად, ვაზარი მსაჯებმა თავდაპირველად სწორედ არაის ჩაუწერეს, თუმცა ხანგრძლივი გადახედვის შედეგად, გადაწყდა, რომ სულამანიძემ კონტრილეთის განხორციელება და იუკოს აღება მოასწრო, შესაბამისად, რადგანაც დამატებითში ნეისმიერი ქულა მომგებიანია, სულამანიძე, კარიერაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. არაი დოტას წინააღმდეგ კი ილია წაუგებელი რჩება – სამში სამი გამარჯვება.

საქართველოს ნაკრებისთვის, ბაქოში ეს მეორე ოქრო და ჯამში მეოთხე მედალი იყო. ტატო გრიგალაშვილმა პირველი გამარჯვება მოგვიტანა, ვერცხლი ეთერ ლიპარტელიანის, ხოლო ბრინჯაო გიორგი სარდალაშვილის ანგარიშზეა.

უკანასკნელ დარჩენილ ინდივიდუარ სახეობაში, მძიმე წონაში, საქართველოს ნაკრებს ირაკლი დემეტრაშვილი და გურამ თუშიშვილი წარადგენენ. ირაკლის მეტოქე მეორე რაუნდში უზბეკი ტურუბოიევი იქნება, ხოლო თუშიშვილი, გზას პირველი წრიდან მონღოლეთის წარმომადგენელ ცეცენცეგელის წინააღმდეგ ბრძოლით დაიწყებს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading