Centered Image

დამნაშავე თითქმის ყველა პუნქტით – “მანჩესტერ სიტი” დიდი პრობლემების წინაშე

სამწლიანი გამოძიება დასრულებულია, “ქალაქელები”, 115 დარღვევიდან 114-ში, დამნაშვედ სცნეს.

The Athletic-ის ინფორმაციით, პრემიერ ლიგის ფინანსური წესების გვერდის ავლის ბრალდებები სასამართლოსგან მიღებულ იქნა. ამ მომენტისათვის კი მიმდინარეობს სასჯელსა და სანქციებზე მსჯელობა. საბოლოო ვერდიქტი სულ მალე იქნება გამოტანილი.

შეგახსენებთ, საუბარია 2009-2018 წლებში არსებულ ფინანსურ დარღვევებზე, რომელიც მოიცავს ისეთ დანაშაულს, როგორიცაა რობერტო მანჩინისთვის არაკანონიერი ანგარიშის გახსნა, აბუ-დაბიში დარეგისტრირებული, სინამდვილეში კი ფიქტიური კომპანიების გავლით სპონსორული შეთანხმებების გაფორმება, ფეხბურთელებისთვის კონტრაქტების დარიგება ფინანსური ფეირ-პლეის გვერდის ავლით და კიდევ ბევრი სხვა.

გამოძიების მასშტაბურობიდან და შედეგების პოტენციური ეფექტის სიმძიმიდან გამომდინარე, სასამართლომ, დამატებითი პერიოდი აიღო საბოლოო ვერდიქტის გამოსატანად.

“მანჩესტერ სიტი”, გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მზადაა აპელაცია დამოუკიდებელ სასამართლოში შეიტანოს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading