Centered Image

სანიოლი საქართველოს ნაკრებიდან გაუშვეს

ჩრდილოეთ ირლანდიასთან დასანანი მარცხი, ბოლო წვეთი აღმოჩნდა.

ბრიტანულ გუნდთან 0:1 მარცხის და ბოლო ხუთი ოფიციალური შეხვედრის დათმობის შემდეგ, საქართველოს საფეხბურთო ფედერაციამ, ფრანგი სპეციალისტის თანამედობიდან გაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

სანიოლი გუნდში 2021 წელს მოვიდა. მის ხელში ჩატარებულ 58 შეხვედრაში, ეროვნულმა ნაკრებმა 25 მოგება მოიპოვა, 23-ჯერ დამარცხდა და ათი მატჩიც ფრედ დაასრულა.

სწორედ 49 წლის სპეციალისტის თავკაცობისას ჩვენმა გუნდმა ისტორია დაწერა და პირველად მოახერხა დიდ ტუნრირზე გასვლა. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველომ ჯგუფური ეტაპი დაძლია და კონტინენტის 16 საუკეთესოთა შორის მოხვდა.

გარდა ამისა, სანიოლის ხელში, ჩვენებმა ერთა ლიგის C დივიზიონიდან B-ში გადმოსვლა მოახერხეს, სადაც უკვე ზედიზედ ორი ციკლია ვასპარეზობთ.

აღსანიშნავია, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, ფრანგთან კონტრაქტი ოთხი წლით იქნა გახანგრძლივებული, ახლა კი ხელშეკრულების ნაადრევად დარღვევა გახდა საჭირო.

ეროვნულ გუნდს, 2028 წლის ჩათვლით, ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი, რამაზ სვანაძე ჩაიბარებს. 21-წლამდელეთა ნაკრები, სვანაძის ხელში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ მოხვდა. სვანაძეს, თავის მხრივ მისი ასისტენტი, გიორგი ადამია ჩაანაცვლებს.

სანიოლს, უკვე გამოემშვიდობნენ ჩვენი გუნდის მთავარი ვარკსვლავები – ხვიჩა და ჟორჟი, ასევე სხვა მოთამაშეებიც:

“მადლობა ყველაფრისთვის ვილი. ერთად ბევრი რამ გავიარეთ, დავძლიეთ სირთულეები და ავიხდინეთ ბავშვობის ოცნებები – ჩვენი სახელი ევროპის ჩემპიონატზე გავიტანეთ. ეს ისტორია ჩვენ ერთობლივად დავწერეთ.

ის სიხარული და ემოცია, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად გავიზიარეთ, სამუდამოდ ისტორიას დარჩება. განსაკუთრებული მადლობა ასეთი თავგადასვლის დროს ჩვენთან ერთად ყოფნისთვის. წარმატებებს გისრუვებ მომავალში და ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებით.” ნათქვამია ხვიჩა კვარაცხელიას გამოსამშვიდობებელ წერილში.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading