მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი ფორმატით, მთავარი საკლუბო ტუნრირის კენჭისყრას დიდწილად წინასწარგაწერილი ალგორითმები განსაზღვრავს, ინტრიგა მაინც არსებობდა და გუნდებმაც, თავიანთი მეტოქეები გაიგეს.
ლიგის ძირითად, ეტაპზე ყველა გუნდი რვა სხვადასხვა მეტოქეს შეხვდება — ოთხ მატჩს საკუთარ მოედანზე და ოთხს სტუმრად. თითოეული კლუბი წილისყრისას ოთხივე კალათიდან ორ-ორ მეტოქეს იღებდა.

დავიწყოთ ყველაზე საინტერესოთი – “პსჟ-ს” ისევ არ გაუმართლა. გასული წლების არ იყოს, გუნდმა მძიმე ბადე მიიღო, განსაკუთრებით კი ეს გასვლით მატჩებს ეხება – “ასტონ ვილასთან”, “კომოსთან” და “ვილიარეალთან” სტუმრად ჩასატარებელი მატჩები, არსებული ვარიანტებიდან ერთ-ერთი უველაზე უარესი იყო. კომპენსაციის სახით, გუნდს საშინაო ჩემპიონატში ძირითადი ფეხბურთელების დასვენების ფუფუნება ისევ უნდა ჰქონდეს. შედეგად. ჩვენ მივიღებთ (თუ სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე არაფერი შეიცვალა) ქართულ დერბის ჟორჟსა და ხვიჩას შორის.
პირველი კალათის გუნდების მეტოქეები შემდეგნაირად გამოიყურება:
- პსჟ — ბარსელონა, მანჩესტერ სიტი, რომა, ასტონ ვილა, გალათასარაი, ვილიარეალი, სლოვან ბრატისლავა, კომო.
- ბაიერნი — არსენალი, ატლეტიკო, ბორუსია დორტმუნდი, რეალ ბეტისი, მანჩესტერ იუნაიტედი, ლილი, ბოდო/გლიმტი, სლავია პრაღა.
- რეალ მადრიდი — არსენალი, ინტერი, PSV, რომა, ლაიფციგი, შახტარი, LASK, AEK ათენი.
- ლივერპული — ინტერი, ატლეტიკო, პორტო, ვილიარეალი, ბრიუგე, ფენერბაჰჩე, ლანსი, LASK.
- ინტერი — ლივერპული, რეალ მადრიდი, ბორუსია დორტმუნდი, პორტო, ფეიენოორდი, შახტარი, სლოვან ბრატისლავა, შტუტგარტი.
- მანჩესტერ სიტი — პარი სენ-ჟერმენი, ბარსელონა, სპორტინგი, პორტო, ნაპოლი, ლაიფციგი, AEK ათენი, ლანსი.
- არსენალი — რეალ მადრიდი, ბაიერნი, ბორუსია დორტმუნდი, რეალ ბეტისი, ლილი, ნაპოლი, საბაჰი, სლავია პრაღა.
- ბარსელონა — მანჩესტერ სიტი, პარი სენ-ჟერმენი, ასტონ ვილა, სპორტინგი, ფეიენოორდი, გალათასარაი, კომო, საბაჰი.
- ატლეტიკო მადრიდი — ბაიერნი, ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი, PSV, ფენერბაჰჩე, ბოდო/გლიმტი, შტუტგარტი, ვიკინგი.
განსაკუთრებით საინტერესო წყვილებია: “პსჟ–ბარსელონა, პსჟ–მანჩესტერ სიტი, რეალ მადრიდი–არსენალი, ბაიერნი–არსენალი, ლივერპული–ინტერი და ატლეტიკო–ლივერპული
ძირითად ეტაპზე მოხვედრილ 36 გუნდს შორის, სტატისტიკურად, შესაძლებლიდან ყველაზე მარტივი ბადე “შტუტგარტს” ერგო, ხოლო ყველაზე რთული დებიუტანტ “საბაჰს”. უიღბლობის მხრივ, ჩვენს მეზობლებთან ახლოს “მანჩესტერ სიტი” და “ლანსი” არიან.
ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის პირველი ტურის შეხვედრები 8-10 სექტემბერს გაიმართება. ტურნირის ფინალი კი 2027 წლის 5 ივნისს მადრიდში, „ატლეტიკოს“ „ესტადიო მეტროპოლიტანოზე“ ჩატარდება.










